გიგი უგულავას საქმეზე დასაკითხ მოწმეთა სიაში ზურაბ ადეიშვილიც არის

     “თბილისის განვითარების ფონდთან” დაკავშირებული საქმის წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ საკუთარი დასაკითხ მოწმეთა სია წარმოადგინა. სიაში იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც არის. ადვოკატების თქმით, საქმეს დართული აქვს ადეიშვილის გამოკითხვის ოქმიც. რა ფორმით მოხდება იუსტიციის ყოფილი მინისტრის უგულავას საქმეზე დაკითხვა, ადვოკატებს არ დაუკონკრეტებიათ.
გიგი უგულავას ერთ-ერთი ადვოკატის გიზო უგლავას განცხადებით,მან ზურაბ ადეიშვილი უნგრეთში გამოკითხა. გამოკითხვის ოქმი დადასტურებულია მისი და ადეიშვილის ხელმოწერით. დამცველის განმარტებით, ყოფილ მინისტრს ევროკავშირის ქვეყნებში პოლიტიკური დევნილის სტატუსი გააჩნია.
დასაკითხ მოწმეთა სიაში უგულავას მხარეს ასევე ჰყავს გიორგი ღვინიაშვილი, შოთა ხიზანიშვილი, შოთა უტიაშვილი, მამუკა ახვლედიანი, გიორგი საბანაძე და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები