ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ქართული პროექტი იქნება წარმოდგენილი

დღეს, უკრაინის ქალაქ ოდესაში, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება და 18 ივლისამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებშიც მოეწყობა პანელ დისკუსია რეგიონალური კინოინდუსტრიის შესახებ. 15 ივლისს დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ეროვნული კინოცენტრის ექსპორტისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ვაშაძე. 16 ივლისს კი ფესტივალზე სამ ქართულ პროექტს უჩვენებენ (Work in Progress). ეს პროექტებია: ნინო ბასილიას „ანნა“, ვანო ბურდულის „გაყინული შადრევნების წელიწადი“ და რუსუდან პირველის „ძილის გაკვეთილები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები