10 ივლისი

02:45
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საფრანგეთში მიემგზავრება.
09:30
NEW
სასტუმრო “თბილოტელში” სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლას გახსნის, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 15–20 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სწავლებას ითვალისწინებს. მისამართი: დარასელიას ქ. №8
10:00
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute)ორგანიზებით, საჯარო დისკუსია თემაზე: “ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მართვა: როგორ მივიდეთ დასახულ მიზნამდე“ გაიმართება.
10:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს, ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურესების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს წყლის რესურსების მართვის ქართულ-ავსტრიულ უნიკალურ პროექტს გააცნობენ. მისამართი: უზნაძის 52
10:00
თბილისის მერი დავით ნარმანია კონფერენციას: „ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების გაძლიერება“ დაესწრება. მისამართი: სასტუმრო „ჰუალინგი“(ვაზისუბნის ტერიტორია) საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშილი 577733182
E1
10:00
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ TWINNING-ის პროექტი გაიხსნება.
10:00
NEW
სურსათის ეროვნულ სააგენტოში, მედიატური გაიმართება, რომლის მიზანი ჟურნალისტებისთვის სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევის მექანიზმის გაცნობაა. ტურის ფარგლებში გასვლითი ღონისძიებაა დაგეგმილი, სურსათის სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც სპეციალისტები ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების სურსათის ნიმუშს აიღებენ. მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი №6, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
10:30
NEW
დიღმის ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსი “ახალი თბილისი” გაიხსნება, სადაც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება გაიმართება. მისამართი: დიღომი (ამერიკის საელჩოს უკან)
11:00
“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” პრესკლუბში, ა/ო “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი”,”ახალგაზრდა ადვოკატები”,”პოზიცია” და “ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობა” პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: არასამთავრობო ორგანიზაციები 9 ივლისს პლენარულ სხდომაზე პარლამენტში განხილულ ინიციატივას, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ნეგატიურად აფასებენ და ალტერნატივის სახით საკანონმდებლო წინადადებას განსხვავებული რეგლამენტით სთავაზობენ. მის: მარჯანიშვილის 16, 4 კორპ. 1 სად. ბ. 2ა.
11:00
“პირველ პრესკლუბში” კომპანია „იოტა როიალის“ დამფუძნებელი გრიგოლ რობაქიძე, გენერალური დირექტორი შანშე თავხელიძე და კომპანია “Brave soldiers”-ის გენერალური მენეჯერი ვლადიმერ კაბლუკოვი, თბილისში კალის ჯარისკაცების გალერეას გახსნასთან დაკავშირებით პრეზენტაცია-პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

11:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების“ წარმომადგენელი კაშა სუხიშვილი პრესკონფერენციას გამართავს და იმ კვლევის შედეგებს წარმოადგენს, რაც სპეციალისტებმა სტიქიის სათავესთან დაკავშირებით მოამზადეს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
NEW
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვა გაიმართება
11:00
NEW
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ევროკავშირის “საჯარო სამსახურების დაძმობილების” პროგრამის ფარგლებში, ევროპული რეგულაციების დანერგვის ხელშემწყობი პროექტის ოფიციალური გახსნა გაიმართება.
11:00
NEW
ცესკოში ახალი სასწავლო პროექტის “საარჩევნო განვითარების სკოლა 2015” პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი
11:30
“პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი, “ცესკოსთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
E1
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ პრეს-სპიკერი სანდრო უსტიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: პატრიარქის მიმართ გახშირებული შეურაცხმყოფელი გამოსვლები.
11:30
NEW
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
12:00
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: “ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში გადასვლა ეკონომიკის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს”. “ტურიზმის სფეროში არსებული სტატისტიკა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
12:00
პორტალ “კვირას” პრესკლუბში თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურა გურიელიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ლიკა კიკიანის საქმე, დავით კეზერაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდება.

12:00
NEW
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
12:00
NEW
ქეთევან წამებულის #29-ში, ფარნავაზის სკვერში მოსახლოება დაგეგმილი მშენებლობის გამო საპროტესტო აქციას გამართავს.
12:00
NEW
სასტუმრო “Rooms”-ში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის მონაწილეობით პროექტის _ “ერგნეთში დაბრუნებული პირების საცხოვრებელი და საარსებო წყაროების აღდგენა”, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
12:00
NEW
სასტუმროში “ჰოლიდეი ინნ” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2013-2014 წლებში სახელმწიფო შესყიდვების კუთხით გამოვლენილ საინტერესო ტენდენციებს, პრობლემებს და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებს წარმოადგებს.
12:00
NEW
ქუთაისში, დასაქმების მეორე ფორუმი იხსნება, სადაც კომპანიები დასაქმების მსურველებს პირადად შეხვდებიან. ფორუმის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, იმერეთის მხარის რწმუნებული გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრებიან. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. საკონტაქტო პირი: ნინი ტალახაძე – 595053605
E1
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, „რეფორმებისა და მონიტორინგის საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ზაქარაია აფხაზეთის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში დარღვევებთან, პრემიებთან და საჯარო ინფორმაციის გაუცემლობასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ახვლედიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: ლიკა კიკიანის საქმე; დავით კეზერაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდება; „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება ხელისუფლების მიერ ანტიდასავლური მედიის დაფინანსებასთან დაკავშირებით; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის გათავისუფლების საკითხი.
13:40
NEW
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმზე მიიღებს მონაწილეობას და სტუდენტებს არსებულ ვაკანსიას და ორგანიზაციის შესახებ მომზადებულ სპეციალურ პრეზენტაციას გააცნობს. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 32, B კორპუსი, 202 აუდიტორია საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 010344
15:00
NEW
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა მავნებელ-დაავადებების დიაგნოსტიკური ლაბორატორია გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი დაესწრებიან. მისამართი: გოძიაშვილის ქ 65 (ვაშლიჯვარი) საკონტაქტო პირი: ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 502619
17:00
NEW
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში, მერვე ლიტერატურული კონკურსის “მცირე პროზა” გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მისამართი: ჩახრუხაძის ქ. №17

18.00 საათზე ტვ “ერთსულოვნების” საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო ღონისძიება “ყველა ქართველი 13+ ” გაიმართება. მისამართი: სანდრო ეულის 3ა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები