რუსეთში ავტოავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
თერთმეტი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. „რია ნოვოსტოს“ ცნობით, ავარია ადგილობრივი დროით ღამის 4 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, „ჰიუნდაის“ მარკის ავტობუსი საპირისპირო მხარეს გადავიდა და „მერსედეს – ბენცის“ მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა.
რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაშია გადაყვანილი. ჯერჯერობით დაუდგენელია, საერთო ჯამში, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მიკროავტობუსში. მიმდინარეობს გამოძიება.