ანა დოლიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა. ანა დოლიძეს ჰოსპიტალის დირექტორმა რევაზ კუჭუხიძემ უმასპინძლა და სამედიცინო დაწესებულების მუშაობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მინისტრის მოადგილე დეტალურად გაეცნო სამხედრო ჰოსპიტალის მიზნებს, სტრუქტურას, სერვისებს, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. შეხვედრაზე სამომავლო გეგმები და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
ანა დოლიძემ ჰოსპიტალის ინფრატრუქტურა დაათვალიერა, მომსახურე პერსონალს გაეცნო და პაციენტებსაც გაესაუბრა.
„დღეს მქონდა გეგმური გასვლა. პირველად შევხვდი ჰოსპიტლის თანამშრომლებს, ადმინისტრაციას და უკეთესად გავეცანი მათ საქმიანობას. რეალურად ვნახე ჰოსპიტლის ფუნქციონირების ერთი დღე. გავეცანი, თუ როგორ მომსახურებას ღებულობენ სამხედროები. იმედი მაქვს, რომ ეტაპობრივად გამოვასწორებთ არსებულ პრობლემებს, რათა სამხედროებისთვის გვქონდეს საუკეთესო მომსახურების ცენტრი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები