საქალაქო სასამართლოში უგულავას პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდს, სადაც გამოძიება ბრალდებულებს 50 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვას ედავება. პროცესს თავად ბრალდებული, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაც ესწრება.
ყოფილმა მერმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. უგულავა არ გამორიცხავს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ზომა მოითხოვოს. ამ საქმეზე უგულავას გარდა ბრალდებულები არიან მერიის მაღალჩინოსნები, მათ შორის დავით ავალიანი, დავით ალავიძე, ლექსო თაბუაშვილი, ასევე ძებნილი გიორგი საბანაძე. თითოეულ მათგანს ბრალად საბიუჯეტო თანხების გაფლაგვა ედებათ. საუბარია, თბილისის განვითარების ფონდის მეშვეობით 50 მილიონი ლარის გაფლაგვაზე.