კენიაში „აშ-შაბაბის“ „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კენიის ჩრდილოეთ ნაწილში „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ CTV News-ი იუწყება. თავდასხმა სომალის საზღვრის სიახლოვეს, დასახლება სოკო მბუზისთან მოხდა. დაჭრილების დახმარებაში „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. „ბოევიკები“ თავს დაესხნენ ერთ-ერთ კარიერზე მომუშავე პერსონალს. თავდასხმა იმ მომენტში მოხდა, როდესაც ადამიანებს ეძინათ“, – განაცხადა კენიის „წითელი ჯვრის“ ხელმძღვანელმა აბბას გალეტმა. ბოლო რვა თვის განმავლობაში სომალიდან კენიაში შეჭრილმა „ბოევიკებმა“ სულ მცირე 85 ადამიანი მოკლეს.