ლაგოდეხში 41 წლის მამაკაცმა 36 წლის მამაკაცი გააუპატიურა

  მამათმავლობის ფაქტი ლაგოდეხში. სამართალდამცველებმა აზერბაიჯანის მოქალაქე, 41 წლის ელმინ. ა. 36 წლის გულახმედ. უ-ს გაუპატიურების ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სსკ-ს 138 – ე მუხლით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება) მიმდინარეობს.
გაუპატიურების ფაქტი ლაგოდეხში 1 მარტს მოხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი სოფელ კაბალაში დააკავეს. მან დანაშაული აღიარა და ის ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულების N 8 საპყრობილეშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი ბრალდებულს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები