ლუკა კურტანიძე არასამთავრო ორგანიზაციებს: ერთსქესიანთა ქორწინება საკუთარ ოჯახებში დააკანონონ!

„იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ლობირებენ, ასეთი რამ საკუთარ ოჯახებში დააკანონონ!“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.
მისი თქმით, იგი მხარს არ დაუჭერს საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. კურტანიძე აცხადებს, რომ „ნაციონალებს“ სინანულის განცდაც კი არ აქვთ, რაც მათ 9 წლის განმავლობაში საქართველოს დამართეს.
„იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ლობირებენ, ასეთი რამ საკუთარ ოჯახებში დააკანონონ! პირადად მე, ლუკა კურტანიძე, სანამ ცოცხალი ვარ, სანამ ქართველობით ვამაყობ და ეროვნული ღირებულებებით ვცხოვრობ, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწილების დაკანონებას მხარს არ დავუჭერ! ჩიორა თაქთაქიშვილს, არამედ ნაცდეპუტატ ლემონჯავასაც ვუთხარი, რომ ისინი არიან უზნეოები, მატყუარები და ფარისევლები! მოკლედ, „მაღალი ეპითეტებით“ შევამკე, თუმცა, იმაზე მეტსაც იმსახურებდნენ, რაც ვუთხარი! „ნაციონალებს“ პრეტენზია აქვთ, რომ პარლამენტში ქართველ ხალხს წარმოადგენენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი არიან გარეწრები, რომლებიც გამუდმებით ახალაიების, მერაბიშვილების, კეზერაშვილებისა და სხვა კრიმინალების უფლებებზე ლაპარაკობენ და მათ პოლიტპატიმრებად და პოლიტდეპუტატებად აცხადებენ! დიახ, არცერთ „ნაციონალს“ სინანულის განცდაც კი არა აქვს იმის გამო, რაც მათ 9 წლის განმავლობაში საქართველოს დამართეს! არცერთ „ნაციონალს“ ნამუსი არ ეყო, რომ ქართველი ხალხისათვის ბოდიში მოეხადა! ამიტომაც მე, ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად, ამ გარეწრების მიმართ ყოველთვის შეუვალი ვიქნები!“ – აცხადებს ლუკა კურტანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები