გია კორკოტაშვილი პარლამენტარებს: თავიანთი ბიჭები დააქორწინონ რომელიმე პარლამენტარის ბიჭზე, ან ქალბატონები დააქორწინონ ერთმანეთზე

,,არ ვიცი, ჯონ კერი რა ოჯახშია გაზრდილი, მაგრამ ჩვენ სხვა მენტალიტეტის ხალხი ვართ“, – ამ სიტყვებით ეხმაურება მსახიობი გია კორკოტაშვილი ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.
როგორც მსახიობი გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ამერიკა და ევროპა ვერასდროს მიაღწევენ იმას, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს.
,,ამერიკისა და ევროპის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ერთი რამ კარგად უნდა იცოდეს: ჩვენ მათ არ ვეპარტნიორებით იმ საკითხებში, რომ კაცმა კაცზე უნდა იქორწინოს და ქალმა-ქალზე. თუ მათ ეს არ ესმით და კატეგორიული მოთხოვნაა, რომ აქაც ანალოგიური კანონები მივიღოთ, მაშინ, მე პირადად, აბსოლუტურ უაზრობად მიმაჩნია მათთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა! ჩვენ ვერავის გულის მოსაგებად ვერ შევიცვლებით, ჩვენ ქართველები ვართ და ქართველებად დავრჩებით. არ ვიცი, ჯონ კერი რა ოჯახშია გაზრდილი, მაგრამ ჩვენ სხვა მენტალიტეტის ხალხი ვართ. ერთსქესიანთა ქორწინება არის მომაკვდინებელი ცოდვა და ჩემთვის ეს მიუღებელია. ვისთვისაც მისაღებია, იმან ამ გეოგრაფიაში არ უნდა იცხოვროს. ყველა კონფესია, რომელიც მას მიიღებს, იქნება საქართველოს მტერი. იგივეს ვეტყვი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და თუ რომელიმე ჩვენ პარლამენტარს მიაჩნია, რომ აქ ეს საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს, ასეთი ექსპერიმენტები ჩაატარონ თავიანთ ოჯახებში რა… თავიანთი ბიჭები დააქორწინონ რომელიმე პარლამენტარის ბიჭზე, ან ქალბატონები დააქორწინონ ერთმანეთზე. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს და ამას არ მივიღებთ, გაიგონ!“,- აცხადებს გია კორკოტაშვილი.
მისვე თქმით, პრემიერმა უნდა იცოდეს, რომ მას ამ საკითხში ხალხისგან სრული თანადგომა ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები