ნანა დევდარიანი: სააკაშვილი გუბერნატორი არ არის და ხალხს ნუ ატყუებენ

„ნაციონალები“ ხალხს ატყუებენ, რადგან უკრაინაში არავითარი გუბერნიები არ არსებობს“, – აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.
მისი თქმით, სააკაშვილი მხოლოდ ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.
„სააკაშვილი ისეთ განცხადებებს აკეთებს, შეიძლება უკრაინაში ერთი წელიც ვეღარ გაძლოს. მას არ აქვს უფლება, რაიონების ხელმძღვანელები დანიშნოს, საკადრო საკითხები კი პოროშენკოს უნდა შეუთანხმოს, რომელიც არავინ იცის, სააკაშვილის თხოვნებს როდემდე გაითვალისწინებს. სააკაშვილი გუბერნატორი არ არის და ხალხს ნუ ატყუებენ. არავითარი გუბერნიები უკრაინაში არ არსებობს“,- განაცხადა ნანა დევდარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები