პაატა ბურჭულაძე: თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დავაპირებ, აუცილებლად მივალ უწმინდესთან

„ქვეყნის ყველა ლიდერი მთავაზობდა პოლიტიკაში მოსვლას. უარს ვამბობდი და არც არასდროს მინანია. არ ვამბობ, რომ არასდროს ეს არ მოხდება. თუ ვგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს“,- აღნიშნული განცხადება მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიში გააკეთა, თუმცა კონკრეტული ლიდერების დასახელებისგან თავი შეიკავა.
„კონკრეტულ პირებს ვერ დავასახელებ. ამას ყელა ლიდერი მთხოვდა, ზვიად გამსახურდიათი დაწყებული. რომ მცოდნოდა, ნამდვილად წავადგებოდი ქვეყანას, აუცილებლად დავთანხმდებოდი. მიმაჩნდა, რომ სხვა საქმეებით უფრო გამოვადგებოდი ჩვენს საზოგადოებას“, -განაცხადა ბურჭულაძემ.
როგორც გამოცემასთან საუბრისას მსოფლიო ბანი აცხადებს, თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დააპირებს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე არაფერს გადაწყვეტს.
„თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დავაპირებ, აუცილებლად მივალ უწმინდესთან და ვიდრე მის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებ, არაფერს გადავწყვეტ. უნდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ“,-აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები