„სწორად თქვა ივანიშვილმა, მიშამ აქედან გაასწრო, მაგრამ ოდესიდან ვეღარ გაასწრებდაო“

უკრაინელი ხალხი მიხეილ სააკაშვილით და მისი კადრებით იმედგაცრულებულია – ამის შესახებ პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ამასთან, მამრაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის უკრაინაში ჩასვლის ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.
“უკრაინის ტრაგედია კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც კორუფციით არის გაწამებული, დიდი ნაწილი იმედით უყურებდა ამ რეფორმებს, ამბობდნენ, სააკაშვილი შეიძლება დამნაშავეა, მაგრამ კორუფცია ხომ ამოშანთა საქართველოშიო? ახლა უკრაინაში საშინელი გაწბილებაა, ყველამ დაინახა,რომ ეს ყველაფერი ბლეფი ყოფილა, ისინი ავანტიურისტები ყოფილან, სწორად თქვა ივანიშვილმა, მიშამ აქედან გაასწრო, მაგრამ ოდესიდან ვეღარ გაასწრებდაო. როდესაც სააკაშვილი პირველად გამოჩნდა კიევში, ჯორჯ სოროსმა მაშინ გააფრთხილა უკრაინელები -სააკაშვილმა საქართველოში კორუფციის პროვატიზაცია მოახდინა და არა მისი დამარცხება. კეზერაშვილი რომ ჩართონ რაიმე საქმეში, არავის არ უნდა გაუკვირდეს, სააკაშვილი ყველას აიკლებს ტრაბახით, – ეს ადამიანი ძალიან წარმატებული იყო ფინანსურ პოლიციაშიო. ეტყობა, უკრაინელებმა არც იციან იმის შესახებ, რომ “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩვენთან გამოქვეყნდა მტკიცებულებები კეზერაშვილის ნარკომანობასთან დაკავშირებით. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულება, მაგრამ ფაქტია, რომ კეზერაშვილმა ისრაელში გამოიყენა თავისი არაფორმალური კონტაქტები და ჩაერთო იარაღით საერთაშორისო ვაჭრობაში. საქართველოში ამ მეთოდით ძალიან დიდი ფული გაკეთდა. ალბათ, გახსოვთ, 2008 წლის აგვისტოში რუსებმა აქედან იარაღი დიდი ენთუზიზმით გაზიდეს და უკრაინელ სეპარატისტებს გადასცეს. ეს უკვე ეჭვს ბადებს, რომ კეზერაშვილს კარგად იცნობენ, როგორც ყველაზე ბინძური დავალებების შემსრულებელს. ფაქტია, ადამიანი ხელისუფლებაში მოვიდა კალოშებით, გადადგა თავდაცვის მინისტრობიდან და უცებ გახდა მილიარდელი. როდესაც ის საფრანგეთში დააკავეს, სააკაშვილმა ამ ქვეყნის პრეზიდენტს წერილი მისწერა, ამ კაცს კარგად მოექეცით ჩვენი მოლარე გახლავთო. ეს წერილი არქივში დევს. შეიძლება კეზერაშვილი ოფიციალურად არსად არ დანიშნონ, მაგრამ სადღაც გაუშვებენ და თვითონაც იხეირებენ“, – წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები