სპორტის სასახლესთან საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა – მაშველები ნანგრევებში მოყოლილ სამ ადამიანს ეძებენ

თბილისში, სპორტის სასახლის უკან საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებში მოყოლილ სამ ადამიანს ეძებენ. მათ ერთი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.
ადგილზე უკვე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა. არსებული ინფორმაციით, შენობაზე, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, სართულების დაშენება მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები