ზოგად უნარებში გამოცდა მიმდინარეობს

დღეს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. აბიტურიენტები რეგისტრაციისთვის საგამოცდო ცენტრებში 8:00 საათზე გამოცხადდნენ. გამოცდა 9 :00 საათზე დაიწყო.
“სავალდებულო გამოცდაა და, აქედან გამომდინარე, ყველა აბიტურიენტი აბარებს ზოგადი უნარების ტესტებს. აბიტურიენტების ნაწილისთვის ტესტები ვთარგმნეთ აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე და წელს პირველად აბიტურიენტებს ასევე შევთავაზეთ ნებაყოფლობით ზოგადი უნარების ტესტები ინგლისურ ენაზე“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების წროვნული ცენტრის ხელძღვანელმა მაია მიმინოშვილმა. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები