სტიქიით დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცედურა დღეიდან დაიწყება

13 ივნისს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის ტექნიკური პროცედურა დღეიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე დახმარება სვანიძის ქუჩის 50 მდე ოჯახს გაეწევათ. ამისთვის მოსახლეობამ გამგეობას შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს.
პარალელურად, დღეიდან მერიაში სტიქიის შედეგად დაუზღვეველი ავტომობილების სპეციალური წესის შემუშავებაც იგეგმება. ზარალის ანაზღაურების წესი საკრებულომ გუშინ ერთხმად დაამტკიცა.
„დაიწყება პროცესი, რომელიც გულისხმობს განაცხადის შევსებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში, იქნება ეს ქონების მართვის სააგენტო თუ გამგეობა და მათთან შეთანხმების შემდეგ განხორციელდება პროცესი. შემდეგ განხილვის პროცესი გაგრძელდება დაზარალებულებთან დაკავშირებით, რომლებმაც ავტომობილი დაკარგეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ძირითად ნაწილს დაზღვეული ჰყავდა ავტომობილი და სადაზღვევო კომპანიებმა ამ ზარალის ანაზღაურება უნდა უზრუნველყონ. ჩვენ გვჭირდება ზუსტი სტატისტიკა“,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები