ყვარლის რაიონში 22 წლის მამაკაცი 64 წლის ქალის გაუპატიურებას ცდილობდა
64 წლის ქალბატონის გაუპატიურების მცდელობისთვის 22 წლის მამაკაცი დააკავეს, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. შემთხვევა წუხელ, 23:00 სთ-ზე, ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მოხდა.
შს ინფორმაციით, სოფელ საბუეში 64 წლის ქალბატონ ი.ო.-ს გაუპატიურების მიზნით, ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა და წინაღმდეგობის გაწევისას, ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. ეჭვმიტანილი იმავე სოფელში მცხოვრები 22 წლის დ.გ.-ა. მამაკაცი დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სსკ-ის 19-137 მუხლის 1 ნაწილით არის აღძრული, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი რამდენჯერმეა ნასამართლევი და ამჟამადაც პირობით სასჯელს იხდიდა.