გიორგი კვირიკაშვილი: მიმდინარე წელი ავიავიზიტორების რაოდენობის კუთხით შარშანდელივით წარმატებული იქნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „Routes Silk Road 2015“-ის საავიაციო ფორუმი შეაფასა და განაცხადა, რომ მიმდინარე წელი ავიავიზიტორების რაოდენობის კუთხით შარშანდელივით წარმატებული იქნება.
“Routes Silk Road 2015 ავიატორების ყველაზე წარმატებული ფორუმია. მოხარულები ვართ, რომ ზედიზედ მეორედ ტარდება საქართველოში. სასიამოვნოა, რომ ბრიტანეთმა სწორედ საქართველო აირჩია ფორუმის ჩასატარებლად. 40-ზე მეტი ავიაკომპანიაა ჩამოსული და 45 აეროპორტი. დამსწრეთა გეოგრაფია არის ძალიან ფართო, როგორც ევროპიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან. იმედი გვაქვს, რომ შარშანდელივით წარმატებული წელი იქნება. შარშან 2 მილიონს გადააჭარბა ავიავიზიტორების რაოდენობამ საქართველოში”, – განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „Routes Silk Road 2015“-ს სასატუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ მასპინძლობს.