დავით ნარმანია – ქალაქში მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით საფრთხე აღარ არსებობს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქში მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით საფრთხე აღარ არსებობს, – ამის შესახებ მან “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული ვეფხვის ლეშის პოვნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნარმანია განცხადებას ზოოპარკის დირექტორზე დაყრდნობით აკეთებს.
“ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე, გაწმენდითი სამუშაოების დროს აღმოჩენილია ცხოველის ლეში, რომელიც ზოოპარკის თანამშრომლების მიერ შესაბამისი იდენტიფიცირების შემდეგ დადასტურდა, რომ არის ვეფხვი. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს არის ბოლო მტაცებელი ცხოველი, რომელიც იძებნებოდა. ქალაქში მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით საფრთხე აღარ არსებობს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დაკარგული ვეფხვი “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, გაწმენდითი სამუშაოების დროს, ადგილზე მომუშავე პირებმა ნახეს. მათი თქმით, რამდენიმე დღეა ტერიტორიაზე მძაფრი სუნი იგრძნობოდა. ზოოპარკიდან დაკარგულ ცხოველს 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ქალაქში ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები