გარემოს დაცვის სამინისტრო მტკვრის დონის მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად, კვლავ საჭიროა ორთაჭალაჰესის ზედა ბიეფში წყლის მინიმალურ დონემდე დაწევა. ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ხვალ, 05:00 საათიდან ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა იგეგმება, რაც გამოიწვევს მდინარის წყლის დონის მატებას ორთაჭალის ჰესიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე. წყლის დონის მატება დასაშვებ ნორმებში მოხდება.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰესის დაცლის პროცესს, კონტროლის განხორციელების მიზნით, დაესწრებიან გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები