“ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივნად სერგო რატიანი აირჩიეს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივნად სერგო რატიაანი აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად სერგო რატიანმა 28 ხმა, ხოლო გიორგი ვაშაძემ 25 ხმა მიიღო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად იგეგმებოდა პარტიის აღმასრულებელი მდივნის არჩევა, 20 ივნისს უნდა გამართულიყო. თუმცა მომხდარი სტიქიური უბედურების გამო პოლიტიკური საბჭოს სხდომა გადაიდო და დღეს გაიმართა.