მიხეილ სააკაშვილმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის 20 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საოლქო ადმინისტრაციის 20 ჩინოვნიკი სამსახურიდან გაათავისუფლა. სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება თანამშრომლების მიერ ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ანგარიშის მოსმენის შემდეგ მიიღო.
კერძოდ, მას ანგარიში წარუდგინეს შიდა აუდიტის, ასევე სამართლდამცველ ორგანოებთან, თავდაცვის სტრუქტურებთან კოორდინაციის და კორუფციის გამოვლენის განყოფილებების ხელმძღვანელებმა.
შიდა აუდიტის განყოფილებამ წარმოადგინა ანგარიში რაზდელნიანის რაიონული ადმინისტრაციის მიერ გარკვეული პროგრამების განხორციელებისას 1 მილიონი გრივნის არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ. ამასთან, დამნაშავეების დადგენა აუდიტორებმა ვერ შეძლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ეს ანგარიში ფორმალური ინფრომაციისგან შედგებოდა და მუშაობის შედეგების არც ერთ სერიოზულ ფაქტს არ შეიცავდა. განრიხსებულმა საამაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ის ორივე ქვედანაყოფს შლის და 20 თანამშრომელს სამსახურიდან უშვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები