კახა ცხადაძემ ზვიად სიჭინავა არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. ცხადაძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “რეაქციაში“ Biletebi.ge-ს ხელმძღვანელის განცხადებაზე ისაუბრა. ცხადაძის თქმით, Biletebi.ge-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის თაობაზე ხელშეკრულება დადებული აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და უეფა არაფერ შუაშია.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ ზვიად სიჭინავა პასუხისმგებლობას გაურბის.

“მე მოვისმინე Biletebi.ge-ს ხელმძღვანელის ჩართვა სადაც თქვა, რომ მას ხელშეკრულება დადებული აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და უეფა აქ არავითარ შუაში არ არის. სამწუხაროა, რომ ზვიად სიჭინავა არ ზის აქ სტუდიაში, მას ახასიათებს ერთი ხელის უეფასკენ გაშვერა, მეორე ხელს ალბათ საქართველოს მთავრობისკენ გაიშვერს და ყველას ყველაფერს დააბრალებს გარდა თავისი არაკომპეტენტურობისა, ეს მისი ბეგრაუნდია და ამაში ვერავინ ვერ შემედავება“, – განაცხადა ცხადაძემ.
მისივე თქმით, როდესაც ხელშეკრულება დაიდო არ მოხდა Biletebi.ge-ს შესაძლებლობების გათვალისიწინება.
“როდესაც ასეთ ღონისძიებას მოვკიდებთ ხელს ყველაფერი უნდა გაითვალოს წინასწარ, მე დავინტერესდი ამ ონლაინ სისტემით – ძალიან ელემენტარული შეცდომაა დაშვებული. როდესაც ხელშეკრულება დაიდო არ გაითვალისწინეს Biletebi.ge-ს შესაძლებლობები, ჰონდა მას თუ არა ეს შესაძლებლობა, რომ შეექმნა ეს სერვერები შეესყიდა ის პროგრამები რასაც ეს საქმე მოითხოვდა“, – აღნიშნა ცხადაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები