დავით ნარმანია: დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემა მომდევნო კვირიდან დაიწყება

13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციისების გაცემა მომდევნო კვირიდან დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, სხვადასხვა უწყების მიერ დაზოგილი თანხები დღეს მთავრობის ფონდში გადავიდა და მერიას სწორედ აქედან შეუძლია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხების მიღება.

„ფინანსთა სამინისტრომ მოახდინა იმ თანხების აკუმულირება, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ხარჯების შემცირების გზით შეგროვდა, დღეს ეს თანხები გადმოვიდა მთავრობის ფონდში, საიდანაც საჭიროებისამებრ შეგვიძლია მათი მიმართვა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე საკრებულოს უმრავლესობასთან კონსულტაციები დასრულებულია და დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები საზოგადოებისთვის დღეს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები