“ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით, მთელი სამინისტრო ფაქტობრივად ქოლ-ცენტრად გარდაიქმნა”

ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პროცესი მარტივი არაა, თუმცა ეს არის საერთაშორისო ვალდებულება.
მისივე თქმით, ბანკებთან შედგა მოლაპარაკება, რომ განვადებები ფართოდ იყოს გამოყენებული.
„ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ფაქტობრივად, მთელი სამინისტრო გარდაიქმნა ქოლ-ცენტრად იმისთვის, რომ მოქალაქეებს ყველა კითხვაზე ჰქონდეთ პასუხი. ბანკებთან შედგა მოლაპარაკება, რომ განვადებები ფართოდ იქნას გამოყენებული და ამისთვის, მადლობა საბანკო ასოციაციას. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ეს არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება. ჩვენ ვცდილობთ, მინიმალურად მტკივნეული იყოს ეს პროცესი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები