ზურაბ აბაშიძე: რუსეთის მიერ საქართველოსთვის კომპენსაციის ოდენობაზე შეთანხმება უნდა მომხდარიყო

  • „რუსეთის მიერ საქართველოსთვის კომპენსაციის ოდენობაზე შეთანხმება უნდა მომხდარიყო, რაც არ მოხდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრის სპეციალურმა წარმოამდეგენელმა რუსეთ – საქართველოს ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშული პროცესი ქართული მხარის მიზეზით არ შეფერხებულა.

    მისი თქმით, აღნიშნული საკითხი პრაღის ფორმატში არ განიხილება.

    „თავის დროზე, ეს ჩვენი მხარის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო. იუსტიციის სამინისტროები კომპენსაციის ოდენობაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ, თუმცა ჩვენ ამას პრაღის ფორმატში არ განვიხილავთ, ეს არის იუსტიციის სამინისტროების კომპეტენცია. რამდენადაც ვიცი, ჩვენი იუსტიციის სამინისტრო ამ თემაზე მუშაობს. მარტივად რუსეთთან არაფერი ხდება. თემა ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკურად, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო. რაც შეეხება კონკრეტულად თანხის რაოდენობას, ამაზე შეთანხმება აქამდე უნდა მომხდარიიყო, თუმცა ეს ჩვენი მიზეზით არ შეფერხებულა“, – განაცხადა აბაშიძემ.

    ცნობისთვის: სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს, 2006 წელს, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევებასთან დაკავშირებით, საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. თანხასთან დაკავშირებით, ორივე ქვეყნის იუსტიციის სამინისტროები უნდა შეთანხმებულიყვნენ. შეთანხმების ვადა დღეს ამოიწურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები