“კომპენსაციასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაგზავნილ მიმართვას გამოხმაურება არ მოჰყოლია”

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საქართველოს მოთხოვნას რუსეთის ხელისუფლებისაგან 70,320,000 ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, რუსეთის მიერ საქართველოსთვის კომპენსაციის ოდენობაზე შეთანხმება ამ დრომდე არ მომხდარა. რაც შეეხება იმას, თუ ვისი შუამდგომლობით მოხდა დაკავშირება, მინისტრი აცხადებს, რომ ეს იუსტიციის მინისტრმა უნდა თქვას. „მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან გაიგზავნა მიმართვა, რომ ჩვენ მზად ვიყავით ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულიყო შეხვედრა, რათა მომხდარიყო კომპენსაციის თანხასთან დაკავშირებით შეთნხმება, როგორც ეს იყო სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ნათქვამი, ჩვენ შეთავაზებას გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამის შემდგომ ჩვენ ჩვენი პოზიცია გადავგზავნეთ სტრასბურგში, არ ვიცით რუსეთის პოზიცია რა იყო. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, თუ ეს ერთ წელიწადში ვერ მოხერხდა, სტრასბრუგი თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი პოზიცია მათთვის ცნობილია. ეს წერილობით მათაც მივაწოდეთ. პირველი, ეს იყო რომ ამ საკითხებთან დაკაშირებით გამართულიყო შეხვედრა, რათა მომხდარიყო შეთანხმება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამას არ მოყოლია გამოხმაურება, ჩვენ უკვე წერილობით მივაწოდეთ ინფორმაცია. რაც შეეხება, იმას, თუ ვისი შუამდგომლობით მოხდა დაკავშირება, ამას იუსტიციის მინისტრი მოაგხსენებთ”, – განაცხადა ბაქარაძემ. შეგახსენებთ, რომ განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით საქართველო რუსეთის ხელისუფლებისაგან 70,320,000 ევროს ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები