„შევთანხმდით, რომ რუსეთთან ჩარტერული რეისებიდან რეგულარულ ფრენებზე გადავიდოდით“

პრაღის ფორმატში შევთანხმდით, რომ რუსეთთან ჩარტერული რეისებიდან, რეგულარულ ფრენებზე გადავიდოდით – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრაღის ფორმატში, ფრენებთან დაკავშირებით, პოლიტიკური ხასიათის შეზღუდვები მოიხსნა.
„ამ ფორმატში შევთანხმდით იმაზე, რომ ჩარტერული რეისებიდან გადავიდოდით რეგულარულ ფრენებზე. მათ რაოდენობაზე მიმდინარეობდა მუშაობა შესაბამის უწყებებს შორის და ისინი შეთანხმდნენ რეისების რაოდენობაზე, მარშრუტზე და ა.შ. ანუ, ჩვენს ფორმატში მოიხსნა გარკვეული პოლიტიკური ხასიათის შეზღუდვები, ხოლო ტექნიკურ მხარეზე საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობდნენ“, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები