თემქაზე ორი განახლებული სტადიონი გაიხსნა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, თემქის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ, ამავე რაიონის გამგებელთან – ზაზა გაბუნიასთან ერთად, თემქაზე ორი განახლებული სპორტული მოედანი გახსნა.
როგორც ჯაბა სამუშიამ განაცხადა, მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გამოიცვალა ხელოვნური, მწვანე საფარი. ასევე, განახლდა მოედნების კარები და საკალათბურთო ფარები, ხოლო არსებული ლითონ-კონსტრუქცია, თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციით შეიცვალა
„წლების მანძილზე მოსახლეობა ითხოვდა პატარა სივრცის გამოყოფას, სადაც ბავშვები გაერთობოდნენ და შეძლებდნენ ჯანსაღი წესით ცხოვრებას. ამიტომ, ამ მოედნების მშენებლობა აბსოლუტურად თანამედროვე, სრულიად განსხვავებული მასალით უზრუნველვყავით. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს, სპორტული მოედნის გახსნით, ჯანმრთელი ცხოვრების საშუალება მიეცათ“, – განაცხადა დეპუტატმა.