გიორგი მარგველაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა სამების ტაძარი მოინახულეს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა საქართველოში ვიზიტის დასასრულს სამების საკათედრო ტაძარი მოინახულეს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით, თურქმენეთის პრეზიდენტს დღეს საპატიო აკადემიკოსის წოდებაც მიენიჭა.

გურბანგული ბერდიმუხამედოვიმა დელეგაციასთან ერთად საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა. თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრა.

22088_456151891219756_548165991532101588_n

22607_456151834553095_8236872830189832223_n

10408079_456151801219765_4988442647080215703_n

11221818_456151737886438_2829350846625831652_n

11403037_456151767886435_1542398650236486820_n

11655450_934419429937276_2124208315_n

11659437_456151691219776_532619640868500217_n

11665511_456151644553114_1379428159833991883_n (1)

11665511_456151644553114_1379428159833991883_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები