გიგი უგულავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

  საქალაქო სასამართლოში” თბილისის განვითარების ფონდთან” დაკავშირებით გიგი უგულავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორედ “თბილისის განვითარების ფონდის” საქმის ფარგლებში შეუჩერა. ამ საქმეზე უგულავას 50-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.
გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები