მანანა ბერიკაშვილი თურქმენეთის კულტურის მინისტრს ანაგელდი გარაჯაევს შეხვდა

1 ივლისს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი თურქმენეთის კულტურის მინისტრს ანაგელდი გარაჯაევს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
1-3 ივლისს თურქმენეთის დელეგაცია, პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება შეთანხმებას „თურქმენეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები