„ისლამური სახელმწიფო“ ღაზას სექტორის დაკავებით იმუქრება

„ისლამური სახელმწიფო“ ორგანიზაცია „ჰამასს“, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, ისლამის ნორმების არასათანადო დაცვაში ადანაშაულებს და პალესტინელების ტერიტორიის დაკავებით იმუქრება.
„ისლამური სახელმწიფო“ ისრაელის განადგურებითაც იმუქრება, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითადი ყურადღების გამახვილებას სწორედ პალესტინაზე აპირებს.
„ჩვენ ისრაელს, „ჰამასს“ და „ფათხს“ ერთად გავანადგურებთ. თქვენ არაფერს ნიშნავთ, ამიტომ ჩვენი ძალები გაგანადგურებენ. შარიათის წესები ღაზაში აუცილებლად ამოქმედდება“, – აცხადებენ ისლამისტები. „ჰამასი“ ისრაელის წინაარმდეგ აგრესიულად არის განწყობილი. ამასთანავე, ეს ორგანიზაცია გლობალური რელიგიური ომის იდეას არ ემხრობა. სწორედ ამიტომ „ისლამური სახელმწიფო“ „ჰამასთან“ არანაირი კავშირის დამყარებას არ აპირებს, არამედ მის განადგურებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები