ეგვიპტის შეიარაღებული ძალების ბლოკ-საგუშაგოებზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა

„ისლამური სახელმიწფოს“ „ბიოევიკების“ მიერ სინაის ნახევარკუნძულზე ეგვიპტეს შეიარაღებული ძალების ბლოკ-საგუშაგოებზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ასევე მოკლულია 22 თავდამსხმელი.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თავდასხმა „ისლამურ სახელმწიფოში“ შემავალმა დაჯგუფებამ „სინაის პროვინციამ“ მოაწყო. შეტევაში 70-დე „ბოევიკი“ მონაწილეობდა. 40-დე სამხედრო შეტაკების შედეგად დაიჭრა.
სინაის ნახევარკუნძულზე მდგომარეობა 2013 წლის შემდეგ გამწვავდა, როდესაც ეგვიპტეში მოძრაობა „ძმები მუსულმანების“ წარმომადგენელი, პრეზიდენტი მუჰამედ მურსი ჩამოაგდეს. განსაკუთრებულ აქტივობას აქ მოძრაობა „სინაის პროვინცია“ იჩენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები