“გაზპრომმა” უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა

„გაზპრომმა“ 1-ლი ივლისიდან უკრანისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, ბუნებრივი აირის მიწოდება წინასწარ გადახდის გარეშე არ განახლდება.

როგორც კომპანია „უკრაინის ნაფტოგაზის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, ის რუსეთისგან 1-ლი ივლისიდან ბუნებრივი აირის შესყიდვას ფასზე შეთანხმების არარსებობის გამო წყვეტს. ამასთანავე, კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროპაში გაზის მიწოდებას კონტრაქტის შესაბამისად გააგრძელებს.

30 ივნისს რუსულმა მხარემ ვენაში სამმხრივ მოლაპარაკებაზე უკრაინასთან გაზის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. რუსეთს, უკრაინას და ევროკავშირს შორის გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში და ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები