საბერძნეთის პრემიერი კრედიტორების პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას დათანხმდა

ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ ტაიმსის“ ინფორმაციით, ოთხშაბათს, გვიან ღამით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ევროკომისიას, ევროპის ცენტრალურ ბანკს და საერთაშორისო სავალურტო ფონდს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მზად არის, კრედიტორების პრაქტიკულად ყველა მოთხოვნა გაითვალისწინოს.

წერილში ის ახალი ფინანსური დახმარების შესახებ განაცხადს აკეთებს, რომელმაც 29,1 მილიარდი ევრო უნდა შეადგინოს. წინა დახმარების პროგრამა 30 ივნისს დასრულდა. ათენი მზად არის, ყველა ცვლილება გაატაროს, რაც მას კრედოტირებმა შესთავაზეს, ერთის გარდა – ის საბერძნეთის კუნძულებისთვის განსაკუთრებული შეღავათის შენარჩუნებას ითხოვს, რომელიც დამატებითი ღირებულების გადასახადს ეხება.

რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, ციპრასი სთხოვს ევროკავშირს, 67 წლამდე საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ პროგრამა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთმა და კრედიტორთა „სამეულმა“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაც საბერძნეთის დეფოლტს ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები