აშშ-მ და კუბამ ჰავანაში და ვაშინგტონში საელჩოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს

აშშ-მ და კუბამ ორ ქვეყანაში საელჩოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ოფიციალურ განცხადებას აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გააკეთებს. მხარეები ამ შეთანხმებას 6 თვეს ამზადებდნენ მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადეს.
საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვაშინგტონმა ჰავანას წინააღმდეგ დაწესებული ემბარგო ნაწილობრივ გააუქმა და ასევე კუბა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღო. დღესვე კუბის ლიდერს რაულ კასტროს ბარაკ ობამას წერილი გადაეცემა დიპლომატიური ურთიერობების აღდგენისა და საელჩოების გახსნის შესახებ.
აშშ-ს და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ნახევარ საუკუნეზე მეტია შეწყვეტილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები