მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში მცხოვრებმა, 1984 წელს დაბადებულმა სამველ მ-მ ნებაყოფლობით წარმოადგინა: „ერ-გე-დე 5“-ის ტიპის 4 ცალი ხელყუმბარა, 12 დეტონატორი, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი, 1 ცალი კალმის ტიპის თვითნაკეთი პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის 200 ცალი საბრძოლო ვაზნა ჩააბარა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.