საბერძნეთმა დეფოლტი დაუშვა – რა ხდებოდა წუხელ ქვეყანაში (ვიდეო)

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ჯერი რაისმა ოფიაციალურად დაადასტურა, რომ საბერძნეთმა ამ ორგანიზაციას 1,5 მილიარდი ევრო არ გადაურიცხა. ფაქტობრივად ეს ქვეყნის დეფოლტს ნიშნავს, თუმცა კრედოტირები ყველანაირად ცდილობენ ეს სიტყვა არ გამოიყენონ.

ევროპის სტაბილიზაციის ფონდში განაცხადეს, რომ საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების პროგრამა დასრულდა და ახალ ტრანშებს ის ვერ მიიღებს.

ივნისის ბოლო დღეს ათენის ქუჩებში 20 ათასამდე მანიფესტანტი გამოვიდა. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას, დაეთანხმოს კრედიტორების მოთხოვნას, რათ არ დაუშვას ქვეყნის ეკონომიკის კრახი.

ამასთანავე, საბერძნეთის ხელისუფლება ოპტიმიზმს ინარჩუნებს. მან უკვე წარმოადგინა ახალი შეთანხმება ევროპის სტაბილიზაციის ფონდთან, რომელიც ვალების რესტრუქტურიზაციის შეთანხმებას ითვალისწინებს. ექსპერტების ვარაუდით, საბერძნეთის ხელისუფლების მიერ კრედიტორების დაშანტაჟების მცდელობამ ქვეყანა საკმაოდ მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს და საბერძნეთი ეკონომიკური განვითარების კუთხით ათწლეულებით უკან დასწიოს.

საბერძნეთის მთლიანი საგარეო ვალი 300 მილიარდ ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები