შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ვარუჟან ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. შს სამინისტროს ინფომაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 16 აბი „სუბოტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,1277 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.