უკრაინა ყირიმისთვის ელექტროენერგიის გათიშვას არ ადასტურებს

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაანონსებული ყირიმისთვის დენის გათიშვა არ გამართლდა. ეს ინფორმაცია არც კომპანია „უკრენერგომ“, არც სოციალურ ქსელებში ყირიმის მოსახლეობამ არ დაადასტურა.
მანამდე რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისგან შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც 1-ლი ივლისიდან ყირიმში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას წინ უძღოდა ვენაში უკრაინას, რუსეთსა და ევროკომისიას შორის მოლაპარაკება გაზის საკითხებზე. მოსკოვმა და კიევმა მესამე კვარტალში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმებას ვერ მიღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები