იემენის ციხიდან 1200- ზე მეტი პატიმარი გაიქცა

იემენის ქალაქ ტაიზის ციხიდან 1200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ზოგიერთი პატიმარი „ალ- ქაიდასთან“ არის დაკავშირებული.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, პატიმრები ციხიდან მას შემდეგ გაიქცნენ, რაც მას „ალ-ქაიდას“ მომხრეთა ჯგუფი თავს დაესხა.
იემენში კონფლიქტი ამბოხებულ შიიტებსა და სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ბოლოდან გრძელდება. 2015 წლის მარტიდან კი საუდის არაბეთმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ ამბოხებულების პოზიციების დაბომბვა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები