უკანონო მოსმენები საქართველოში არ ხორციელდება

  უკანონო მოსმენები საქართველოში არ ხორციელდება – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ გადაცემა „ არჩევანში“ განაცხადა.
მინისტრის მოადგილე “ეს შენ გეხება – ჩვენ ისევ გვისმენენ” მონაწილეებს უკანონო მოსმენების ფაქტების დასახელებისკენ მოუწოდებს.
“როდესაც ხდება ჩანაწერი, რომ “ისევ გვისმენენ”, ეს სერიოზული ბრალდებაა, რომელიც პირდაპირ ჩვენი სამართალდამცველების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ეს პირდაპირ ცილისწამებაა”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები