„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიაში ორ ქალს თავი მოჰკვეთეს

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიაში ორ ქალს თავი მოჰკვეთეს. ექსტრემისტებმა ისინი ჯადოქრობასა და მაგიაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სირიის ცენტრი ავრცელებს.
ქალები „ბოევიკებმა“ სიკვდილით პროვინცია დეირ-ეზ-ზორში დასაჯეს. ისლამისტებმა მათი ქმრებიც დახოცეს. ცენტრის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერთი წლის განმავლობაში 3 ათასზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ეს ადამიანები მათ დახვრიტეს, თავები მოჰკვეთეს ან ცოცხლად დაწვეს. დახოცილთა შორის 74 ბავშვია.
ამჟამად „ისლამური სახელმწიფო“ სირიის ტერიტორიის ნახევარს აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები