უგულავას ბიძინა ივანიშვილი ყველა ფეხის ნაბიჯზე ელანდება

უგულავას ბიძინა ივანიშვილი ყველა ფეხის ნაბიჯზე ელანდება- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
მისივე თმით, ყოფილმა მერმა მის ბრალდებებზე უნდა ილაპარკოს და მუდმივად ბიძინა ივანიშვილი არ უნდა ელანდებოდეს.
„წარმოუდგენელი თავხედობა მგონია რომ ბატონი უგულავა საუბრობს არა იმაზე რომ კიდევ ერთხელ მისცეს განმარტება იგივე თბილისელებს ის 50 მილიონის მითვისება, რომელიც მას ბრალად ედება, ის დღეს საუბრობს, როდესაც ნებისმიერ მსგავსი ტიპის საქმეზე ეკითხებიან, უჩა მამაცაშვილი რა სქემებს ალაგებს თურმე სადღაც და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მას ყველა ფეხის ნაბიჯზე ელანდება. ეს არის უპასუხისმგებლობა მუდმივად მისი მხრიდან ლანძღვა.“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები