ტაჯიკეთში სამი რუსი სამხედრო მდინარეში დაიხრჩო

ტაჯიკეთში დისლოცირებული 201-ე რუსული სამხედრო ბაზის სამი სამხედრო მოსამსახურე წვრთნების დროს მდინარეში დაიხრჩო. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
„გეგმური ტაქტიკური მეცადინეობისას წყლის დაბრკოლების გადალახვის დროს ჯარისკაცები სწრაფი დინების მდინარეში ჩაცვივდნენ. მომხდარის შესასწავლად ადგილზე სპეციალური კომისია ჩავიდა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ტაჯიკეთის ხატლონის ოლქის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მდინარე ვახშზე, დუშანბედან 100 კილომეტრში მოხდა.
201-ე რუსული სამხედრო ბაზა ქვეყნის ფარგლებს გარეთ უმსხვილესი სამხედრო ობიექტია. 2012 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით ის ტაჯიკეთში 2042 წლამდე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები