გერმანული მედიის ცნობით, ანდრეას ლუბიცი გერმანიაში საიდუმლოდ დაკრძალეს

ავიაკომპანია „ჯერმანვინგის“ თვითმფრინავის პილოტი ანდრეას ლუბიცი, რომელმაც 2015 წლის 24 მარტს Airbus А-320-ის კატასტროფა მოაწყო, გერმანიის ქაალქ მონტაბაურში საიდუმლოდ დაკრძალეს. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მის საფლავზე ხის ჯვარი აღმართეს, რომელსაც არც გვარი, არც სრული სახელი აწერია, არამედ მხოლოდ შემოკლებული სახელი – ენდი.
დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ ლუბიცის ნათესავები დაესწრნენ – მისი მშობლები, ბებია და ბაბუა და ძმა. ცერემონიას პოლიცია იცავდა, რათა იმ ადგილზე უცხო პირთა მისვლა არ დაეშვა.
ავიაკომპანია „ჯერმანვინგის“ ავიალაინერი, რომელიც ბარსელონიდან დიუსელდორფში მიფრინავდა, 24 მარტს ალპებში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 150-ვე ადამიანი დაიღუპა. „შავი ყუთების“ მასალების შესწავლის შემდეგ გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მეორე პილოტმა ანდრეას ლუბიცმა პილოტების კაბინის კარი ჩაკეტა და ავიალაინერი შეგნებულად კლდეს შეაჯახა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლუბიცს დეპრესია ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები