საბერძნეთში ფინანსური პრობლემების ფონზე რუსული რუბლი გაიაფდა
მოაკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ერთი ევროს კურსმა პირველად 15 ივნისიდან 62 რუბლს გადააცილა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ის 72 კაპიკით გაძვრიდა და 62,03 რუბლი შეადგინა. აშშ დოლარი კი 72 კაპიკით გაძვირდა და 55,5 რუბლი შეადგინა.
რუსული აქციების ბაზარმა რუბლისა და ნავთობის გაიაფების, ასევე საბერძნეთის ვალის პრობლების მოგვარების პარალელურად დაიწია. მოსკოვის ბანკთაშორისი ბირჟის ინდექსმა 0.58-ით, ხოლო რუსეთის სავაჭრო სისტემის ინდექსმა 1,59 პროცენტით დაიკლო.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი ამჟამად კრედიტორების „სამეულთან“ (ევროკავშირი, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი) მოლაპარაკებას მართავს. მოლაპარაკება შეიძლება საბერძნეთის ფასიან ქაღალდებზე დეფოლტის გამოცხადებით დასრულდეს.