ჯონ მაკკეინი მიიჩნევს, რომ აშშ-მ რუსეთში გამოშვებული რაკეტების ძრავებზე უარი უნდა თქვას

ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის აზრით, აშშ-მ რუსეთის რაკეტების ძრავებზე უარი უნდა განაცხადოს. როიტერის“ ინფორმაციით, სენატორი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს გადაწყვეტილება რაკეტა Falcon 9-ის გუშინდელი ავარიის მიუხედავად უნდა მიიღოს.
მაკკეინის თქმით, საუბარია რუსულ „რდ-180“-ის ძრავებზე, რომელთა მეშვეობითაც ზოგიერთი ამერიკული რაკეტის გაშვება ხდება.
შეგახსენებთ, რომ SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 აფრენიდან 2 წუთში 28 ივნისს აფეთქდა. კოსმოსულ ხომალდს საერთაშორისო სადგურზე 2 ტონა ტვირთი უნდა ჩაეტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები