„ისლამური სახელმწიფო“ დაშიფრულ პროგრამებს იყენებს, რომელთაც აშშ-ს სპეცსამსახურები ვერ ხსნიან

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ინფორმაციის გასაცვლელად დაშიფრულ პროგრამებს იყენებს, რომლებსაც აშშ-ს სადაზვერვო სამსახური და უშიშროების ეროვნული სააგენტო ვერ ხსნიან. ამის შესახებ გაზეთ Washington Times-ს ექსპერტმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ სტალინსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი პროგრამების მეშვეობით „ბოევიკები“ ტერაქტებს გეგმავენ და ახალი წევრების გადაბირებას ეწევიან. ისინი ძირითადად ორ პროგრამას – Surespot-ს და Kik-ს იყენებენ, ვინაიდან სპეცსამსასურებს მათი გახსნის საშუალება არა აქვთ.

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დღეს მსოფლიოს უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის აღიარებული. ბოლო სამი წლის განმავლობაში მან სირიისა და ერაყის ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკავება შეძლო. სხვადასხვა მონაცემით, ექსტრემისტული ორგანიზაციის რიგებში 50-დან 200 ათას ადამიანამდე შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები